სასწავლო პროექტი


                          პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: ,,საქართველო“
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები რუსულ ენაზე მოიძიებენ და გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და ისტორიულ წარსულზე.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკვე შესწავლილი ტექსტების სტრუქტურის მიხედვით, შეადგენენ კითხვარს საქართველოს საქართველოს ისტორიული წარსულისა და გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე ქვეყანაში ქრონოლოგიურად განვითარებული მოვლენების შესახებ. მოიძიებენ ინფორმაციას ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურაში და ინტერნეტ სივრცეში. დაიყოფიან ჯგუფებად და გადაინაწილებენ სამუშაოს უნარების მიხედვით, მოამზადებენ სლაიდშოუს.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, გაგება-გააზრებას და დახარისხებას რუსულ ენაზე, ასევე გაიუმჯობესებენ სამეტყველო უნარს პროექტის პრეზენტაციისთვის.
5. მონაწილეთა ასაკი: 12-13წ.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდათ კვლევა-ძიების უნარი, ასევე ინფორმაციის სწორად გაგება, გააზრება, დახარისხების უნარები. მოსწავლეებმა შეძლეს მიღებული ცოდნის გადმოცემა, სლაიდ შოუს აწყობა და შესაბამისი ინტონაციითა და მახვილის დასმით პრეზენტაცია.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბიბლიოთეკაში რუსულ ენაზე არსებული ლიტერატურა, კომპიუტერი, პროექტორი,  თაბახის ფურცლები, კალამი.
9.პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს პროექტის თემას,  მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, ინაწილებენ როლებს, ადგენენ კითხვებს რის მიხედვითაც მოიძიებენ ინფორმაციას ბიბლიოთეკაში და ინტერნეტში. მოძიებული ინფორმაციის მიხედვით აწყობენ სლაიდ შოუს, რომელსაც აფორმებენ თემატური ილუსტრაციებით. აკეთებენ პრეზენტაციას.
10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
           ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
           ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
           იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
           იყენებს ხშირად გამოყენებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს;
           იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
           იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
           ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
           იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს);
           იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად;
           პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებს, შედარებებს, მიმღეობებს);
უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
·           მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·           ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·           შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·           განახორციელებს პროექტს;
·           გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.



11. პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მაისურაძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nana1981maisuradze.@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://nanamaisuradzemeoredone.blogspot.com/

No comments:

Post a Comment